ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაეცნო იმ სახლებზე ჩატარებულ სამუშაოებს, რომლებიც ქუთაისის მერიის „ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინდივიდუალური საცხოვრებლების გადახურვის პროგრამით“ გადაიხურა. აღნიშნული პროგრამით, 2020 წელს შეირჩა 23 ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ზე ქვემოთაა. მათი სახლების სახურავები ძალიან იყო დაზიანებული. გასულ წელს უკვე დასრულდა 9 სახლის გადახურვა, დანარჩენი კი მიმდინარე წელს დასრულდება.
სახლების სახურავები კაპიტალურად შეკეთდა - შეიცვალა როგორც ხის მასალა, ასევე თუნუქი, ძაბრები და მილები.
„ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის რამდენიმე სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაა გათვალისწინებული. სახლების გადახურვის პროგრამით უკვე ბევრმა ისარგებლა და ქუთაისში ათობით სახლი გადავხურეთ. დღეს რამდენიმე მათგანი მოვინახულეთ. ეს ადამიანები უკვე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს საკუთარ ჭერქვეშ. სახლების გადახურვის პროგრამას ვაგრძელებთ. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სოციალურად დაუცველთა სახლების გადახურვისთვის სულ 370 ათასამდე ლარია გამოყოფილი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.