მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის, ოჯახების ეკონომიური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამები ხორციელდება.
ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
მრავალშვილიანი (3 და მეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;
მარტოხელა მშობლის (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
10 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა;
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფა;
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზრუნვის ხელშეწყობა;
ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!