რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაჩერებული მგზავრები ყაზბეგის მერიამ საკვები პროდუქტებით მოამარაგა.
საკვებით უზრუნველყოფასთან ერთად ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები სასტუმროში განვათავსეთ.
ყაზბეგის მერთან- ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად საკვები პროდუქტის გაცემისა და მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში აქტიურად არიან ჩართული- მერის მოადგილეები თამაზ ალიბეგაშვილი, დავით ქირკაშვილი, კობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გივი ჩქარეული და მერიის სხვა თანამშრომლები.
დღეს, ყაზბეგის მერიისგან საკვები პროდუქტები გადაეცა 100 მგზავრს, ხოლო სასტუმროში გადაყვანილია 14 ადამიანი.
ალექსანდრე ზაგაშვილი, შეფერხებებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ადგილზე ეცნობა არსებულ სიტუაციასა და დამატებით საჭიროებებს.
მადლობას ვუხდით კომპანია „აქვა გეო“-ს მხარდაჭერისათვის!
როგორც მოგეხსენებათ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ზვავსაშისროების გამო 11 იანვრიდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.