ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ გიგა ჯაფარიძის სახელობის ქალაქ ონის კულტურის სახლში, სადაც გათბობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს ,,დაგი'' , რომლის ღირებულება შეადგენდა 101865 ლარს, ხოლო დაფინანსებული იყო
95% -სახელმწიფო და 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას. ამჟამად კულტურის სახლში მიმდინარეობს ობიექტის დასუფთავების და გათბობის სისტემის გამართულად მუშაობის შემოწმების პროცესი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.