ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა , სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს.
აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას.
საუბარი შეეხო, პაციენტების ჰოსპიტალიაზაციასა და გაწერის კრიტერიუმებსაც.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ბოლო პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების ნაკლებობას. კლინიკების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა, რათა ამ კუთხით არსებული შეფერხებები თავიდან ავიცილოთ. განვიხილეთ , კოვიდ სასტუმროების მართვის მოდელიც. ამ კუთხით მნიშნელოვანია, რომ გაიზარდოს სანდოობა.
ვიმსჯელეთ პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზეც . ვფიქრობ , რომ კლინიკების ხელმძღვანელების ჩართულობა საინფორმაციო კამპანიაში მნიშნელოვანია, რადგან მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ , თუ როგორ ხდება პაციენტების სტაციონარში მოთავსება და შემდგომში მათი ბინაზე გაწერა. ეს СOVID-19-ის მართვის პროცესს უფრო გამჭირვალეს გახდის“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.