ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-01-15 16:48:04

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, პირველ მოადგილესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიასთან ერთად გაეცნო.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს,ხიდის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან არსებული ხიდი წლების განმავლობაში ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეების მოძრაობას.

ხიდის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს, ახალი ხიდის სიგრძე 150 მეტრამდე იქნება.

ხელშეკრულების მიხედვით, ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები