ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი სამედიცინო პროგრამები ხორციელდება.
პროგრამა ძირითადად უზრუნველყოფს იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ.
პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს:
ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა), რომლის ფარგლებშიც შეუძლიათ ისარგებლონ ეპილეფსიით, პარკინსონით, გლაუკომით, ფსორიაზით, პოლიათროზით, პოლიართრიტით, კუნთოვანი დისტროფიით, კრონის, ვილსონის, სისხლის ქრონიკული დაავადებებით, მიასთენიით, ციროზით, ინსულტით, შაქრიანი დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით, ბრონქული ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობეტრუქციული დაავადებით ხანგრძლივად მოავადე პირებს, რომელთაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროებათ უწყვეტი თერაპიული მკურნალობის კურსი.
ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა, რომლით მოსარგებლეა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და სხვა.
ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდება შემდეგი მომსახურეობა: კომპიუტერული ტომოგრაფია; მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია; კორონაროგრაფია/ანგიოგრაფია; ელასტოგრაფია; დოპლეროგრაფია.
ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა, რომლით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი (150 000-მდე სოციალური ქულა), რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობას გისურვებთ!