დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ თათბირზე 2021 წლის სამუშაო გეგმა იქნა განხილული. თათბირს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია უძღვებოდა.
„2021 წელი ახალი ამოცანებითა და გამოწვევებით იწყება. ყველა გარდამავალი პროექტი უნდა გაგრძელდეს შესაბამისი სტანდარტის დაცვით.“_განაცხადა ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ. მისი თქმით გარდამავალი პროექტების გარდა, დაგეგმილი ახალი პროექტები ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ტენდერებიც მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადდება.
მერმა ქალაქში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და სამსახურების ხელმძღვანელებს მათი აღმოფხვრის მიმართულებით დავალებები გააცნო.
2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 20 მილიონ 792 ათასი ლარით დამტკიცდა, რაც 1 მილიონ 444 ათას 600 ლარით მეტია 2020 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით.
მიმდინარე წელს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 4 მილიონ 965 ათასი ლარი, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფაზე _ 2 მილიონ 604ათასი ლარი; განათლების სფეროზე_3 მილიონ 352 ათასი ლარი, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი 3 მილიონ 239 ათას 400 ლარი დაიხარჯება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.