ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსზე, ანტიგენის სწრაფი მარტივი ტესტით, მოსახლეობის უფასო ტესტირება მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2021 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.
დღეს, ტესტირება სოფლებში მუგარეთში, ფერსაში და ანდრიაწმინდაში ჩატარდა,სადაც ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ ჯანმრთელობის პრევენციის მიზნით, სიმპტომების არ ქონის შემთხვევაშიც ჩაეტარებინათ შესაბამისი ტესტირება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ტესტირებას ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განახორციელებენ.
დაინტერესებულ პირებს, სწრაფი მარტივი ტესტირებისთვის ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ დაწესებულებებს:
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ქალაქი ახალციხე, კეცხოველის ქუჩა N 6, IV სართული;
2. სს,,ევექსის ჰოსპიტლები" ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლები - ქალაქი ახალციხე რუსთაველის ქუჩა N105 ა;
3. შპს ახალციხის კლინიკა ,,იმედი'' - ახალქალაქის გზატკეცილი ჩიხი N3;
4. კოვიდ სასტუმრო ,,გრანდ პალასი" - ქალაქი ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა N2 ბ;
5. სამცხე-ჯავახეთის ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოება"- ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას ქუჩა N109.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.