დღეს დილიდან, ხულოში საავტომობილო გზებზე თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
ამ დროისთვის, მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია.
მიმდინარეობს სოფლის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის.
მიმდინარე სამუშაო პროცესს, ხულოს მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან ზაზა შავაძესთან, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებთანთან ანზორ ბოლქვაძესთან და ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.
ელექტრო ენერგია, მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს სრული დატვირთვით მიეწოდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.