აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე თოვლის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
ამ დროისთვის მაღალმთაინ სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია.
ამ ეტაპზე სოფლების შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის.
მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელ ომარ ტაკიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად გაეცნო.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.