აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
ქარხანას უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა კვლავ გრძელდება.
რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, უკვე ექსპორტირებულია 35,435 ტონა, რაც გასულ წელთან შედარებით 22% მეტია.
,,პანდემიის მიუხედავად, რეალიზებულია 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. ექსპორტზე გატანილია 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი.
გრძელდება სუბსიდირების პროგრამა არასტანდარტულ მანდარინთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, რომ თვის ბოლომდე შევძლებთ როგორც ლოჯისტიკის, ასევე რეალიზაციის და ექსპორტის ნაწილში ყველა ფერმერს მივცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მოახდინონ მოწეული მოსავლის დაბინავება”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის, ასევე, ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.