2021 წლიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალ ეტაპს ვიწყებთ.
უახლოეს პერიოდში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განვახორციელებთ შემდეგ ობიექტებზე:
ბელიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 54 677 ₾;
ნაფეტვარიძის ქუჩაზე ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოები, ღირებულებით - 55 000 ₾;
სახოკიას ქუჩიდან შხეფის ციხემდე მისასვლელი გზისა და მოედნის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, ღირებულებით - 99 387 ₾;
კანკიას ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 60 541 ₾;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობა, ტროტუარის მოწყობა და საბავშვო ბაღამდე გზის ასფალტირება, ღირებულებით - 222 193 ₾;
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გასწვრივ საავტომობილო გზის ასფალტირება, ღირებულებით - 152 474 ₾;
ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 285 327 ₾;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო სორტის უბნის ქვედა მხარის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 200 000 ₾;
სოფელ მეორე ნოსირის საბარკალაიოს უბნის გზის ასფალტირება (სიგანე 4,20), ღირებულებით – 268 703 ₾;
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიასკენ მიმავალი გზის ასფალტირება, ღირებულებით - 356 642 ₾;
ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამხატვრო გალერეადან ხორავას ქუჩამდე მისასვლელი გზისა და ხორავას ქუჩის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 519 096 ₾;
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 433 851 ₾;
სპორტსკოლის რეაბილიტაცია და სადრენაჟე სისტემის მოწყობა, ღირებულებით - 69 998 ₾;
ჭავჭავაძის ქუჩიდან რკინიგზის მაგისტრალამდე, სანიაღვრე არხზე რკინა-ბეტონის ჯებირების მოწყობა (არხის ორივე მხარეს), ღირებულებით - 106 078 ₾;
აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული რკინიგზის ქვეშ გასასვლელი ხიდის რეკონსტრუქცია, ღირებულებით - 209 786 ₾;
ჭავჭავაძის ქუჩის N35 და რუსთაველის ქუჩის N216 კორპუსების მიმდებარედ, მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, ღირებულებით - 65 957 ₾.