თერჯოლაში, გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
"ჩემი მთავარი მიზანია მაქსიმალურად შევუწყო ხელი ჩვენი ქალაქის განვითარებას და კეთილმოწყობას, რათა მოსახლეობას ცხოვრების უკეთესი პირობები შეექმნას. თერჯოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, მათ შორის მოსახლეობის საჭიროებისა და შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, რეაბილიტირდა გოფანმთის ეკლესიამდე მისასვლელი გზა, რომელიც ამორტიზებული და ვიწრო იყო. პროექტის ფარგლებში, გზის გაფართოებისა და მეწყრული პროცესების შეჩერების მიზნით, ხუთი საყრდენი კედელი მოეწყო. საერთო ჯამში 2-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო არმირებული ბეტონის საფარი, უახლოეს მომავალში კი პროექტით გათვალისწინებული სანიაღვრე არხებისა და გვერდულების მოწყობა დასრულდება", - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
აღნიშნული გარდამავალი პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 650 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "მეკამ" შეასრულა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.