ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში საჯარო სკოლის კაპიტალური შენობის მოწყობა მიმდინარეობს.
დღეს, სკოლაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე მუნიციპაური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ამ ეტაპზე წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან. სასწავლო პროცსის აღდგენის შემთხვევაში სკოლის კონტიგენტი, მშენებლობის დასრულებამდე, სოფელ ვარძიის სკოლის შენობით ისარგებლებენ.
წყალაფორეთში სკოლის კაპიტალური შენობის მოწყობა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.
ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მოსწავლეები სწავლას, 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ.
მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება ასევე, სოფელ მარელისის და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.