დღის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვდა, რის გამოც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეიზღუდა. ჩაკეტილი იყო ციხისძირი-ჩაქვის მონაკვეთი. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა. გზებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი, მუშაობდა რამდენიმე ერთეული საგზაო ტექნიკა, სამაშველო სამსახური.
ამ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალზე, ასევე ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავთომობილებით გადაადგილება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებდნენ.
მუნიციპალიტეტში მობილიზებული იყო აჭარის საგზაო დეპატრამენტის ტექნიკა. უწყება ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით გზების გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებდა. დღის განმავლობაში გაიწმინდა სოფლების დაგვას, ლაზისტანის, შუაღელეს, ხალისთავის, ბუკნარი-ციხისძირის დამაკავშირებელი მონაკვეთი, ასევე ზენითისა და კვირიკე-შვერნიკის მიმართულება.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხითაც. ბოლო მონაცემებით 700 აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტში ყველა სამსახური მობილიზებულია უხვი ნალექის შედეგად წარმოქმინილი საკითხების მოსაგვარებლად. რაც შეეხება გზების გაწმენდას, შესაბამისი სამსახურები თოვლისგან სავალი ნაწილის თოვლის საფარისგან გაწმენდას დილიდან განაახლებენ.