2021 წელს, ქედის თვითმმართველობა სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 12 პროგრამას
განახორციელებს. მათ შორის 3 ახალია:
მარტოხელა პენსიონერებისთვის სასურსათო პროდუქტის შეძენა-16 500 ლარი;
საქმიანობათა ცენტრი ქედაში, უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის- 20 000 ლარი;
ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლა-125 000 ლარი;
საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზირებული სახურავების შეცვლა-100 000 ლარი;
ოთხ და მეტ შვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითო ოჯახზე ათასი ლარის ოდენობით -78 000 ლარი;
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა - 25 200 ლარი;
ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის-12 660 ლარი;
ჰემოდიალეზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა-13 800 ლარი;
სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რებილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა-15 000 ლარი;
0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისთვის მატერიალური დახმარება-36 000 ლარი;
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება -50 000 ლარი;
ვეტერანთა მხარდამჭერი პროგრამა-43 960 ლარი.
პროგრამის სრული ბიუჯეტია : 536 120 ლარი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.