მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სოფელ ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა. მაშტაბური პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.
ახალი ბაგა-ბაღების დასრულებული სამშენებლო სამუშაოები ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძესთან ერთად დაათვალიერა. თითოეული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ბაღებში დაცული იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ოთხივე შენობაში დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოებიც და ამჟამად მათი დასუფთავება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ბაღები ინვენტარით აღიჭურვება, ამსთან დაკავშირებით გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. პროექტს კომპანია „სპეცმონოლითი“ ახორციელებს და მისი ღირებულება ოთხივე ბაღზე 2 859 150 ლარს შეადგენს. ახალი საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს სექტემბერიდან მიიღებენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.