ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს,მიმდინარე 2020 წელს შემდეგი სახის დახმარებები აქვს გაწეული მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჭიროების მოსახლეობისათვის:
სოციალურად შეჭირვებულმა 132-მა ოჯახმა მიიღო ერთჯერადი მატერიალური დახმარება-საერთო თანხით-15350 ლარი.
ჩატარებული ძვირადღირებული ოპერაციების 50% დაუფინანსდა 86 ბენეფიციარს,თანხით-47112 ლარი.
ძვირადღირებული სამედიცინო გამოკვლევები (ადგილზე გადახდილი თანხის 50%) დაუფინანსდა 45 ბენეფიციარს,საერთო თანხით-15309 ლარი.
მრავალშვილიან 25 ოჯახს გაეწია ერთჯერადი მატერიალური დახმარება-საერთო თანხა 20200 ლარი.
68 ხანდაზმულს გაეწია მატერიალური დახმარება,საერთო თანხით 13900 ლარი.
შშმ 8 ბავშვი ერთჯერადად დაფინანსდა-საერთო თანხით 2000 ლარი.
მარტოხელა 4 დედა ერთჯერადად დაფინანსდა-საერთო თანხით 1000 ლარი.
ორსულებს 12 კვირიდან მშობიარობამდე ყოველთვიურად ეძლევათ 100 ლარის საკვები პროდუქტები,საერთო თანხით- 12 ორსული-3800ლარი.
უნდა აღინიშნოს,რომ ორსულთა ასეთი სახის დახმარება მხოლოდ ცაგერის მუნიციპალიტეტს აქვს მუნიციპალიტეტებს შორის.
ორი უფასო სასადილო ერთჯერადი კვებით (ცაგერსა და ლაჯანაში) ემსახურება 118 ბენეფიციარს,წლიური თანხით 59975 ლარი.
8 უსახლკარო ბენეფიციარს უზრუნველყოფენ დროებითი საცხოვრებელი ფართით,ქირისათვის გადახდილი თანხა- 5460 ლარი.
გარდა ამისა,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს კიდევ რამდენიმე სახის პროგრამა,რომელიც მორგებულია სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებზე.
აგრეთვე,განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახები სადღესასწაულო დღეებში მერიისგან ღებულობენ სხვადასხვა სახის სასაჩუქრე პაკეტებს.
მერია კვლავ მუშაობს სხვადასხვა სახის პროგრამების დახვეწაზე.
ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს!
ცაგერის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელსაც მზადაა აღნიშნული პროგრამების განხორციელებისათვის.