ცაგერის მუნიციპალიტეტში ქალაქ ცაგერისა და სოფელ გვესოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 435 178 ლარი.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს ,,ელიტ ბილდერს გრუპი".
სამუშაოების შესრულების ყველა ეტაპზე მიმდინარეობს ხარისხის მონიტორინგი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების,შესაბამისი სამსახურების წარმომადენლების მიერ.
ინფრასტრუქტურული პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად ლეჩხუმის ამ ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული სოფლის გზის პრობლემა საფუძვლიანად მოგვარდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.