ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-01-22 15:40:47

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.

როგორც მერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია 5 საჯარო სკოლას უტარდება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად ვაგრძელებთ საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, ამ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია 5 საჯარო სკოლას უტარდება. ის სკოლები, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული. ჩვენთვის სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“-განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლასთან ერთად სრული რეაბილიტაცია უტარდება N12 და ჯიხაშკარის საჯარო სკოლებს.

განახლებული სკოლა ექნებათ ყულიშკარისა და ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც.

პროექტი ითვალისწინებს სკოლების სრულ რეაბილიტაციას, შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობას, სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწყობას და შენობის ადაპტირებას შშმ პირთათვის. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლებში მიიღონ განათლება.

აგრეთვე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი სკოლა ააშენა დარჩელში.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები