ეტაპობრივად გაგაცნობთ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას:
სოფელი პატარძეული:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესახებ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგად, გამარჯვებულ კომპანიასთან 2020 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებს გარდამავალი ეტაპის სამუშაოებს კერძოდ, კონტრაქტორი კომპანიის-შპს "ნიუ ქონსთრაქშენს ტექნლოჯი"-ის მიერ 2021 წლის 17 აგვისტომდ უნდა განხორციელდეს საკვლევ-საძიებო სამუშაოებისა და დეტალური საპროექტო ხარჯთაღრიცხვისა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადება. შემდგომი ეტაპი სამუშაოების წარმოებაა, რომელიც 2023 წლის შემოდგომამდე დასრულდება.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილსადენი, წყლის სათავენაგებობა, სატუმბო სადგური, რეზერვუარი და დაგეგმილია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
პროექტის ჯამური ღირებულება 8 775 00 ლარია.
პროექტის დასრულების შემდგომ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 3000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.