სოციალური პროგრამები ონის მუნიციპალიტეტში

სოციალური პროგრამები ონის მუნიციპალიტეტში

  • 2021-01-25 14:07:48

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს # 15 დადგენილების თანახმად, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე მოსახლეობა, აგრეთვე ონის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირები ოჯახების ეკონომიური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ისარგებლებენ ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების და შეღავათების პროგრამით:

ავადმყოფთა დახმარება

1. ერთჯერადი დახმარება გაეწევა მოქალაქეებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო

ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტურ მკურნალობას ან/და

სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს სრულად არ ფარავს ჯანდაცვის

არცერთი პროგრამა. დახმარების გაწევა მოხდება შემდეგნაირად:

ა) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა

ერთიან ბაზაში შეადგენს 0-დან 70 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 80% პროცენტი,

მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;

ბ) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა

ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001-დან 150 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 60%

პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;

გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით

გათვალისწინებული შეღავათი, აუცილებლობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის მოხსენებითი

ბარათის საფუძველზე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს

1000 ლარისა;

დ) ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც არა აქვთ ან შეჩერებული

აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გავრცელდეს ამ მუხლის

პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები.

2. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით

სამედიცინო დაწესებულების ან მოქალაქის პირად ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების

ღირებულება გადახდილია).

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს

შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯის მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან

ინვოისი), ხოლო თუ თანხა გადახდილია, აგრეთვე ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს

შემოსავლის ორდერი;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის

შესახებ ან მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

ვ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან, რომელიც ადასტურებს

სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით,

პროგრამის არარსებობას, უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას (საჭიროების შემთხვევაში);

ზ ) საბანკო ანგარიში.

4. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრის მიერ განცხადების წარდგენა უნდა

მოხდეს წინასწარ, სამედიცინო მომსახურების მიღებამდე, ან სამედიცინო მომსახურების გაწევიდან

ერთი თვის ვადაში.

5. ამ პროგრამით არ ფინანსდება:

ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;

გ) ესთეტიკური ქირურგია – კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული.

ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება

1. პროგრამით მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი,

რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის

ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით

„დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“.

2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 100

ლარის ოდენობით.

3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV- N100/ა);

დ) საბანკო ანგარიში.

მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1.მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ

ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეებს.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არა უმეტეს 100 ლარისა.

3.დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტის

მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ინვოისი შესაბამისი აფთიაქიდან.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.

არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო

საჭიროების მქონე პირთა დახმარება

1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, ტეტრაპლეგიის,

ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზის, მკვეთრად გამოხატული

პარაპარეზის, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზის გამო მყარი ნარჩენი მოვლენების, გონებრივი

ჩამორჩენის, ეპილეფსიის, ფსიქიკური პრობლემების, III–IV ხარისხის სკოლიოზის, ორმხრივი

ნეიროსენსორული (IV ხარისხის) სმენაჩლუნგობის და ინვალიდობის ეტლის საჭიროების მქონე

არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომელთაც არ შეუძლიათ

სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი

წესით, შემდეგნაირად:

ა) წლის განმავლობაში – 300 ლარი;

ბ) საახალწლო-საშობაოდ – 100 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მისაღებად შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრის, მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მიერ

მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე ) საბანკო ანგარიში.

3. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების

მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად:

ა) 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით –100 ლარი;

ბ) საახალწლო-საშობაოდ – 100 ლარი, თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“

ქვეპუნქტის მოქმედება.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული დახმარების მისაღებად, შეზღუდული შესაძლებლობისა

და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მშობლის, მეურვის ან მზრუნველის მიერ

მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ

(საჭიროების შემთხვევაში);

დ) ცნობა მულტიდისციპლინარული გუნდის დასკვნის შესახებ;

ე) 18 წლამდე ასაკის პირის დაბადების მოწმობის ასლი;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით დახმარება

1. 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:

ა) სამშვილიან ოჯახზე – 200 ლარი;

ბ) ოთხშვილიან ოჯახზე – 250 ლარი;

გ) ხუთშვილიან ოჯახზე – 300 ლარი;

დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 350 ლარი.

2. ოჯახზე შვილ(ებ)ის შეძენასთან დაკავშირებით 1 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე გაიცემა

ერთჯერადი დახმარება 350 ლარის ოდენობით.

3. ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი შვილი 18 წლამდე ასაკის, დამატებით

ერთჯერადი დაფინანსება მიეცემათ 50 ლარის ოდენობით.

4. მრავალშვილიან (სამი და მეტი) ოჯახებზე საახალწლო – საშობაოდ გაიცემა 100 ლარი.

5. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიში;

6. ოჯახებს, რომლებსაც 2020 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის ასაკამდე)

დახმარება გაეწევათ 350 ლარის ოდენობით.

მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება

1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას

მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე შემდეგნაირად:

ა) სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულ ბავშვზე 100 ლარი;

ბ) საახალწლო-საშობაოდ თითოეულ ოჯახზე 100 ლარი.

2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს

შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) საბანკო ანგარიში.

ომის ვეტერანთა სარიტუალო დახმარება

1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანის სარიტუალო ხარჯებისთვის 250

ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. დახმარებას მიიღებს გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც პირველად მიმართავს ონის

მუნიციპალიტეტის მერიას.

ხანდაზმულთა დახმარება

1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ

მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის) 500 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ხანდაზმული მოქალაქის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა

იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიში.

ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება

1. დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი,

წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული

ზარალისათვის არაუმეტეს 5000 ლარისა.

2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი სამუშაო დღის ვადაში;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ(საჯარო რეესტრიდან) ან მეზობლების

(არანაკლებ სამი მეზობელი) ჩვენების საფუძველზე შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული აქტი,

რომლითაც მეზობლები დაამოწმებენ დაზარალებული ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ფლობის

ფაქტს, (საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში);

დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;

ე) მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის აქტი ზიანის ოდენობის შესახებ;

ვ) საბანკო ანგარიში.

უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება

1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უპატრონო გარდაცვლილის (რომელსაც არ ჰყავს პირველი და მეორე

რიგის მემკვიდრე) სარიტუალო ხარჯებისთვის 300 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს

შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ და

განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული/გასაწევი ხარჯის შესახებ;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით

ყოველთვიური უზრუნველყოფა

1. დახმარება გაეწევა განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო ოჯახებს,

რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ

აღემატება 120 000-ს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათზე გაიცემა ონის

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის კომპენსაცია, არაუმეტეს თვეში 100 ლარისა.

2. დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს :

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის

შესახებ;

დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო

რეესტრიდან);

ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომ მოქალაქეს არ გააჩნია ფაქტობრივი

საცხოვრებელი ადგილი;

ვ) ქირავნობის ხელშეკრულება;

ზ) „გამქირავებლის“ საბანკო ანგარიში.

ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანების, საქართველოს

ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს

დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება

1.ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული

ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა

ოჯახების სოციალური დახმარების მიზნით:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი

ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანზე ზამთრის სეზონისთვის საშეშე მერქნის შესაძენად

გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით;

გ) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ქალებზე 8 მარტს – ქალთა

საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ფულადი

დახმარება 100 ლარის ოდენობით.

დ) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და

ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის

დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.

ე) თითოეულ ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი 100 ლარის ოდენობით.

2. სოციალურად დაუცველ ომის ვეტერანებზე 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით

გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ

წარმოდგენილი სიის შესაბამისად.

არასაპენსიო ასაკის შშმ პირების მათ შორის ბავშვების, ონის მუნიციპალიტეტში

რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან

დევნილთა ოჯახების დახმარება

1. არასაპენსიო ასაკის შშმ პირების, მათ შორის ბავშვების, ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ

პირების, ომში დაღუპულ ოჯახის წევრების, მარჩენალ დაკარგულებისა და აფხაზეთიდან და

ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის (ყოველთვიურად)

წყლის და კანალიზაციის გადასახადის და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდება

ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის

შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილის სიის შესაბამისად.

სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება ადმინისტრირება

1. ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების

თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების

საფუძველზე.

2. მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის

ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის,

ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდეგში –

სამსახური).

3. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური (სოციალური და

ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება) ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული

წარმოებით.

4. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი

კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

5. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების

საფუძველზე.

6. სოციალური დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.

წესში ცვლილებების შეტანა

წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებას.

ონის მუნიციპალიტეტის მერია მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!

მსგავსი პოსტები