ქალაქ ფოთში შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთების დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა.
მიუხედავად გლობალური პანდემიისა, აქტიურად მიმდინარეობს, ქალაქ ფოთში შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა .
შპს “კოკს კონსალტი“-ს საქართველოს ფილიალის მიერ 2021 წლის 15 მაისამდე უნდა მომზადდეს, ქალაქ ფოთში შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის სამი სავრაუდო ვარიანტი, ტვირთბრუნვის 20 წლიანი განვითარების პროგნოზით.
ფოთში ახალი ალტერნატიული შემოვლითი გზის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტირების თემაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა კურდღელიასთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე კონსტანტინე თოფურია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შპს “კოკს კონსალტი“-ს საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ თემაზე შედგა ონლაინ განხილვა, რაშიც APM Terminals Poti-ის ხელმძღვანელობაც ჩაერთო.
ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შპს „კოკს კონსალტი“-ს წარმომადგენლებთან ერთად ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც სავარაუდოდ ალტერნატიული გზა გაივლის.
ფოთის ნავსადგურში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობამ, დღის წესრიგში დააყენა ახალი გზის მშენებლობის აუცილებლობა, რომელიც ნავსადგურის ტერმინალებს, თვისუფალ ინდუსტრიულ ეკონომიკური გაფორმების ზონებს, ქალაქის დასახლებული უბნების გვერდის ავლით ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დააკავშირებს.
ამჟამად, ქალაქ ფოთში არსებული ნავსადგურების ტვირთბრუნვა რვა მილიონ ტონას შეადგენს. ამასთანავე მიმდინარეობს ორი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა.
კომპანია Pace Group- მიერ მიმდინარეობს 650 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის მენებლობა. პროექტის ღირებულება 123 მილიონი დოლარია, მათ შორის 50 მილიონი დოლარი ფინანსდდება აშშ-ს მთავრობის კერძო ინვესტიციების კოორპორაციის (OPIC) მიერ. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ამასთანავე, კომპანია APM Terminals Poti-ის მიერ მიმდინარეობს ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე (გზშ) მუშაობა. პროექტი მოიცავს 700 მეტრი ნავმისადგომის და 1700 მეტრი დამცავი მოლოს მშენებლობა.სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2021 წლის აგვისტოში.პროექტის ღირებულება 375 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების ვადა სამი წელია.
აღნიშნული პროექტების შედეგად,ქალაქ ფოთში ნავმისადგომების ტვირთბრუნვა გაიზრდება 7 მილიონი ტონით,შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი, განვითარდება საატრანსპორტო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა.