"საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ინიციატივით, მცხეთის მუნიციპალიტეტში კოვიდდადებითი სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პაციენტებისათვის საჩუქრად მედიკამენტები ჩაიტანეს. ფედერაციის დამფუძნებლთა ინიციატივით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის უშუალო მონაწილეობით, საჭირო მედიკამენტები გადაეცემა მცხეთის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს. ოჯახის ექიმების აზრით, პაციენტებისათვის მედიკამენტების ბინაზე მიწოდება უმნიშვნელოვანესი რგოლია, კორონავირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ხშირად პაციენტები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას.
"საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ინიციატივას მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცეთ ყველა მარტოხელა და სოციალურად დაუცველი კოვიდინფიცირებულებს, ამ ეტაპზე კომპანია „ავერსი“ და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ანა აბრამიშვილი გამოეხმაურა, რომლის ბებიამ კორონავირუსი სწორედ მცხეთის კოვიდ-კლინიკაში დაამარცხა.
შეხვედრას ესწრებოდნენ; მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, სოციალურის სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე , სოციალური განყოფილების უფროსი რაული ხუბაშვილი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი, ჟურნალისტი, პაციენტთა უფლებადამცველი მეგი საჯაია, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის იურისტი, სამედიცინო სამართლის დოქტორანტი, ადვოკატი თამთა თვალავაძე