პროექტის "ახალგაზრდების იდეა ფოთს" ფარგლებში ნაბადის უბანში,შავი ზღვის #2-ში, ბიბლიოთეკის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყო.
ბილიკები მოპირკეთდა ფერადი ფილებით, მოეწყო გარე განათება, საყვავილეები, განთავსდა სკამები.
პროექტის განხორციელების შედეგად, ჩვენს ქალაქს ახალი მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი სკვერი შეემატა.
ფოთის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდებისთვის ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ განხორციელება 2019 წელს დაიწყო,რომელიც მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენასა და მათ განხორციელებას.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.