აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.
მოქალაქეები 2021 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული შემდეგი მუნიციპალური სოციალური პროგრამებით ისარგებლებენ:
1. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა.
2.გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა.
3. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა.
4.მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარების პროგრამა.
5.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.
6. ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა.
7. დედ-მამით ობოლი ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.
8. მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (0-დან 18 წლის ასაკამდე) ოჯახების დახმარების პროგრამა.
9. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა.
10. ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა.
11. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა(ხანძარი, ქარი, წყალდიდობა)
12. მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.
13. ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა.
14. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე პირების დახმარების პროგრამა.
15. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა.
16. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა.