ჯანდაცვამ და მოსახლეობისადმი სოციალურმა მხარდაჭერამ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობის შექმნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და ვირუსთან საყოველთაო ბრძოლის პირობებში, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახდა.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები ითვალისწინებს სოციალური რისკების პრევენციასა და კრიზისზე დროულ რეაგირებას;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას;
პროგრამების მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
სენაკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე 1 181 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 16 მუნიციპალური პროგრამით ისარგებლებს:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა, რომელსაც, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ა(ა)იპი სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ახორციელებს;
ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც მოიცავს სტაციონარულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას, სამედიცინო კვლევებს; ასევე, სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურებას - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ; ქიმიო, იმუნო, სხივური და რადიაციული თერაპიის კურსის დაფინანსებას; მაღალტექნოლოგიურ, ინსტრუმენტულ კვლევებს ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის;
მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა;
მედიკამენტების დაფინანსება ხორციელდება ონკოლოგიურ პაციენტებზე, სოციალურად დაუცველ და შშმ პირებზე;
მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა - ქვეპროგრამის განმახორციელებელი - ა(ა)იპი ,,სენაკის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურებისა და მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრი”;
მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების პროგრამა;
ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, რომელიც მოიცავს დედ-მამით ობოლი და იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების დახმარებას, ასევე, სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას;
სარიტუალო მომსახურების პროგრამა;
ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა;
სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა;
სოციალური ღონისძიების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების, სამამულო ომის ვეტერანების, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეების, ISAF - ის მისიაში და აგვისტოს ომის დროს, ომში დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახებისთვის დახმარების გაწევას;
თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს დიალიზის ცენტრამდე, მოქალაქეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლაზარე - 2015-ის“ თანადაფინანსება;
პროექტის - ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის” თანადაფინანსება;
პროექტი „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს 20 ხანდაზმულის შინმოვლის სერვისით უზრუნველყოფას.
სენაკის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით 10 488-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.