აბაშის მუნიციპალიტეტში მდ. ცხენისწყლის მიმდებარედ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის კარიბჭესთან, აბაშის შემოსასვლელში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, მშენებელი კომპანიის „მტმ“-ის ხელმძღვანელთან, მევლუდ გეწაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. შენობა აღიჭურვება კომპიუტერით, უფასო Wi-Fi ინტერნეტით, კვების ობიექტით, ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს, აქვე იქნება საინფორმაციო რუკები მხარის შესახებ, გზამკვლევი და სხვა საჭირო სერვისი. ვიზიტორებისთვის მოეწყობა ავტოსადგომი, შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.