მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
„შემდეგი დღეებისა და კვირების განმავლობაში ველოდებით ვირუსის შემთხვევებს, სიკვდილიანობის ზრდას და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი შეაღწევს, გაიზრდება.
ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, როგორც გავრცელების მაღალი დონით, ისე ვირუსის სირთულით. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ COVID-19 შეიძლება შევაფასოთ, როგორც პანდემია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მან აღნიშნა, რომ ისინი არ ცვლიან რეკომენდაციებს და ქვეყნებს მოუწოდებენ, მიიღონ საგანგებო და აგრესიული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ.
11 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა 118 ქვეყანაში გამოვლინდა. სულ დადასტურებულია 121,564 შემთხვევა. გარდაცვლილთა როცხვი 4,373. ჩინეთში ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 3,046 ადამიანი, იტალიაში – 631; ირანში კი 354.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.