მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-01-29 11:32:10

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, მოადგილემ ნუკრი ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „Construction Service“ ასრულებს.

აღნიშნული ხიდი ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას ექნება საშუალება კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების.

2013 წლიდან დღემდე აშენდა და რეაბილიტირდა 36 ხიდი, 2019 წელს მოეწყო სალხინო-ტალერის დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდი. ამ ეტაპზე სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სამი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები