დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს სკოლების უმრავლესობა და მათ შორის ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები საკლასო ოთახებში აგრძელებენ სასწავლო პროცესს.
შეგახსენებთ,, რომ სკოლებისთვის შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუსავებული შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
ზოგადი რეკომენდაციები სწავლის დაწყებისა და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის:
• თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
• დაწესებულების შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;
• შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ, როგორც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
• თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, სკოლის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
• მოსწავლეთა/პერსონალის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის მიზნით, ექიმის/ექთნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყავით სამედიცინო პუნქტის/კაბინეტის ფუნქციონირება დანართი №37.3-ის შესაბამისად;
• ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები განათავსეთ დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, სასადილო და სხვ.), თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი (სასურველია დერეფნის შესასვლელებში). გაითვალისწინეთ, რომ სანიტაიზერის დამაგრება არ არის საჭირო სანიტარიულ კვანძთან/საპირფარეშოსთან, რადგან ამ შემთხვევაში (თუ უზრუნველყოფილია ხელის ჰიგიენის გამართული სისტემა) ხელების დაბანა წყლითა და საპნით უპირატესია;
• უზრუნველყავით ნებისმიერი პირის შენობაში შესვლა პირბადით (სავალდებულო არ არის მოსწავლეებისათვის), დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ;
• უზრუნველყავით მასწავლებელი/თანამშრომლები/მოსწავლეები/სხვა პირები ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით - ხელსაბანი ნიჟარა წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით (სასურველია ერთჯერადი ხელსახოცები). არ არის რეკომენდირებული ხელის ე.წ. ელექტრო-საშრობების გამოყენება. ყველა შესაბამის სივრცეში გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესების ამსახველი თვალსაჩინოებები;
• უზრუნველყავით დაწესებულებაში პირბადეების რეზერვის არსებობა;
• სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით (დახურული კონტეინერებით, სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
• უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების სანიტარიული დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ;
• უზრუნველყავით სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება (არაუმეტეს 3 საათიანი ინტერვალებით);
• სკოლას, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ცვლა, მომდევნო ცვლის დაწყებამდე უნდა გამოიყენოს არანაკლებ ნახევარსაათიანი შესვენება სასწავლო ოთახების და სკოლების საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავებისა და განიავებისთვის;
• ყოველი სასწავლო დღის შემდგომ უზრუნველყავით საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის -„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ შესაბამისად დანართი №37.2-ით განსაზღვრული სარეკომენდაციო აღჭურვილობის გამოყენებით;
• დაწესებულება ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე გასაწევი ეკონომიკური საქმიანობის (კვებით მომსახურება, არაფორმალური საგანმანათლებლო მომსახურება და სხვა) განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (ჩOVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების მოთხოვნათა უზრუნველყოფა;
• სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება/გაცემაზე უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი პირი;
• სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება უზრუნველყავით სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ბუნებრივი ვენტილაციით. ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.
• სადეზინფექციო საშუალებების მარაგები უნდა იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ შესაბამისი პირისთვის.
სასწავლო პროცესის ორგანიზება:
• წინასწარ განსაზღვრეთ მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და ცვლაში
• მისაღები მოსწავლეების რაოდენობა ისე, რომ, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის
• განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოთ არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
• უზრუნველყავით მასწავლებელთა, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და მოსწავლეთა სასწავლო პროცესი წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში);
• საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი (საჭიროებისამებრ). ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება (განიავება, დასუფთავება სველი წესით - ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (0,1 %-იანი ხსნარით) დამუშავება) არანაკლებ ნახევარი საათისა;
• მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი - მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი - ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება;
• დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას;
• მაქსიმალურად შეზღუდეთ ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყავით ვიზიტების ზუსტი აღრიცხვა: ვიზიტორის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი), ვიზიტის დანიშნულების, შემოსვლისა და გასვლის დროის დაფიქსირებით;
• მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს უპირატესობა მიანიჭეთ დისტანციურ შეხვედრებს.
სავალდებულო დისტანცია მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესის დროს დახურულ და ღია სივრცეებში:
• საკლასო ოთახში, მაგიდების/მერხების განლაგება მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:
• მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა;
• მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა;
• საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.
სკოლის საერთო სივრცეებში გადაადგილების წესი:
• სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში;
• გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის დაგეგმეთ განსხვავებულ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სკოლის შენობის დაგეგმარება იძლევა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცეების ფიზიკურად გამიჯვნის შესაძლებლობას;
• შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს;
• შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით;
• შეზღუდეთ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში;
• ერთი და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას, დაცული უნდა იყოს 30 წუთიანი შუალედი, განიავდეს საკლასო ოთახი, მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
• ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება;
• გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა;
• ფიზიკური აქტივობის/სპორტის გაკვეთილების ჩატარებისას იხელმძღვანელეთ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (ჩOVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №13 დანართით - „ახალი კორონავირუსით (შAღშ-ჩოV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (ჩOVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის“;
• დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყავით ნაკადის (რიგები სასადილოში, შესასვლელში, სველ წერტილებთან, სპორტულ დარბაზებში, გასახდელებში, რესურსოთახში, მანდატურის ოთახში, ექიმის კაბინეტში და სხვ.) კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არა ნაკლებ 1მ);
• იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახის ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია, სკოლას უფლება აქვს გადავიდეს შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე (დისტანციური სწავლების წესი მტკიცდება ცალკე); ასეთი შემთხვევისთვის, სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს შერეულ მოდელზე გადასვლის გეგმა - გრაფიკი და შეუთანხმდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
• სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ.
• სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ უნდა უზრუნველყონ მათი სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია.
სკოლის სივრცეში გადაადგილება:
• სკოლის შენობის პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელი/ეზო/გარე ტერიტორია) გამოიყენეთ თერმოსკრინინგის ჩასატარებლად;
• სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით - დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები;
• პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1 მეტრიან დისტანციას;
• თერმოსკრინინგისას ცხელების - 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში;
• ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;
სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
• ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
• მოსწავლეს მოარგეთ პირბადე და განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
• საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და მოსწავლეები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
• დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში (დანართი N37.1).
• დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფი ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
• დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლებისა და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
• რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე;
• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
• სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
• სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება პჯრტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
• მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად.
საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
• აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
• ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;
• ყოველი გამოყენების შემთხვევაში საიზოლაციო ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით.
მოსწავლეების ვალდებულებები:
• დაიცავით ჰიგიენის წესები
• დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
• დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
• დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
• დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი; მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
• სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
• არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:
• ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
• ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
• სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს; ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პსრ-ტესტირების ჩასატარებლად.
თანამშრომლობის რგოლი: მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი:
• უზრუნველყავით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ხელის ჰიგიენის საკითხებზე;
• იქონიეთ უწყვეტი საინფორმაციო კომუნიკაცია ხელის ჰიგიენის მნიშვნელობის შეხსენების შესახებ COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
• მიაწოდეთ ინფორმაცია მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და მოსწავლეებს SARS-COV2 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის, პირბადის ტარების, ხველის ეტიკეტისა და სხვა შემახსენებლები);
• შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან წარმართეთ მაქსიმალურად დისტანციური სერვისების გამოყენებით.
ონის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებულ, მშვიდობიან და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!