გთხოვთ ყურადღებას!
ბოლო პერიოდში ლეჩხუმში ძალზედ მოიმატა კოვიდით დაინფიცირების შემთხვევებმა.
რამდენიმე ფაქტი,სამწუხაროდ,უკავშირდება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურს,იზოლაციაში გადავიდა თანამშრომლების დიდი ნაწილი.
ამდენად, მერია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით,ვეღარ გააგრძელებს
ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.
ვთხოვთ ჩვენს მოსახლეობას,გაგებით მოეკიდნონ არსებულ მდგომარეობას,მაქსიმალურად მოერიდნონ მერიაში ვიზიტს.გადაუდებელ შემთხვევებში გაეწევათ ონლაინ-მომსახურება.
ასევე, ვთხოვთ ჩვენს ყველა მოქალაქეს,დავიცვათ პანდემიის პრევენციის საყოველთაო რეკომენდაციები, მოვერიდოთ თავშეყრას, გამოვიყენოთ პირბადე,დავიცვათ სოციალური დისტანცია.
შევუწყოთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს ხელი მართოს სიტუაცია ჩვენსავე სასარგებლოდ.
გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას!
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.