ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

  • 2021-02-01 14:06:44

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შესაბამისი რეგულაციები.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ ბავშვებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.

,,ჩემო ძვირფასო ბავშვებო და პედაგოგებო, გილოცავთ სწავლის განახლებას საკლასო ოთახებში! გისურვებთ , რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის.

პანდემიის პირობებში, სასწავლო პროცესი ბოლო პერიოდში განსხვავებულ ვითარებაში, დისტანციურ რეჟიმში, მიმდინარეობდა. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებებისა და თითოეული თქვენგანის მიერ გამოჩენილი

მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დახმარებით, დღეს შესაძლებელი გახდა სკოლებში სწავლის განახლება. დიდი იმედი მაქვს, სირთულეებს მალე დავძლევთ და არსებულ გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდებით.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ღირსეულ პედაგოგებს, რომლებიც არსებული მდგომარეობის მიუხედავად ძალისხმევას არ იშურებენ და თავდაუზოგავად შრომობენ ახალგაზრდა თაობის განათლებისთვის.

მინდა აღვნიშნო, რომ განათლების ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება. პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

 

მსგავსი პოსტები