მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ბაღების სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, მოადგილემ ნუკრი ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.
სოფელ ლეციცხვაიეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალფა-8“ ასრულებს. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კი სამი საბავშვო ბაღი შენდება - ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს.
2014 წლიდან დღემდე აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 საბავშვო ბაღს.
.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.