სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მოქმედი შპს ,,ედელინგის" თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1 მლნ ლარი შეღავათიანი აგროლიზინგი. საწარმოში წლიურად 1000-1500 ტონა თხილს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზარზე, ევროკავშირის ქვეყნებში. შპს ,,ედელინგ“- ში 30-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
თხილის გადამამუშავებელი საწარმო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ მოინახულეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
შეღავათიანი აგროლიზინგით გაიცა 38 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 5 მლნ ლარი შეადგინა.
შეღავათიანი აგროლიზინგის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობას აძლევს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის დაწყების და განვითარებისკენ მიმართონ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.