2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და  საქართველო-აზერბაიჯანს  შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება

2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება

  • 2020-03-13 11:16:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა  სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს  შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. 

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას.  

შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

მსგავსი პოსტები