2021 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 4 000 000 ლარს დახარჯავს.
დაბა ხულოში დავით მამულაძის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და სავალი ბილიკის მოწყობა (მეორე ეტაპი) - ბიუჯეტი 1 057 850 ლარი;
მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების პრობლემატური მონაკვეთების მოსაწყობად მზა ბეტონის შესყიდვა - ბიუჯეტი 800 000 ლარი;
ფერდსამაგრი სამუშაოები - ბიუჯეტი 479 285 ლარი;
სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა - ბიუჯეტი 271 140 ლარი;
სოფელ ირემაძეების სასმელი წყლის სისტემის მოწყობა - ბიუჯეტი 250 000 ლარი;
სანიაღვრე არხებისა და წყალგამტარების მოწყობა - ბიუჯეტი 150 000 ლარი;
სოფელ ბეღლეთის, გელაძეების, კორტოხისა და პაქსაძეების სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია - ბიუჯეტი 131 917 ლარი;
ხულო-თაგოს ბაგირგზის სადგურის რეაბილიტაცია - ბიუჯეტი 113 864 ლარი;
სოფელ ზედა დეკანაშვილების დაწყებითი სკოლის მშენებლობა - ბიუჯეტი 86 998 ლარი;
სოფელ გურძაულში დაწყებითი სკოლის მშენებლობა - ბიუჯეტი 85 000 ლარი;
სოფელ ქვემო ვაშლოვანში სოციალური სახლის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობა - ბიუჯეტი 80 000 ლარი;
კალოთის მთაში ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობა - ბიუჯეტი 78 090 ლარი;
სოფელ ოქრუაშვილებში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია - ბიუჯეტი 68 083 ლარი;
სოფელ წაბლანაში წყალსადენის სისტემის შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა - ბიუჯეტი 65 000 ლარი;
დაბა ხულოში აღმაშენებლის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და სავალი ბილიკის მოწყობა - ბიუჯეტი 60 832 ლარი;
დაბა ხულოში რუსთაველის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა - ბიუჯეტი 48 000 ლარი;
სოფელ დეკანაშვილებში საავტომობილო გზისა და სანიაღვრე არხის მოწყობა - ბიუჯეტი 45 000 ლარი;
სოფელ ბაკოს მთაში ელექტრო გაყვანილობის შიდა ქსელის რეაბილიტაცია - ბიუჯეტი 40 000 ლარი;
სოფელ აგარაში (რუსთავის უბანი) სასმელი წყლის რკინაბეტონის რეზერვუარის მოწყობა - ბიუჯეტი 30 000 ლარი;
სოფელ ქვემო ვაშლოვანში სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა - ბიუჯეტი 25 000 ლარი;
სოფელ ლაბაიძეებსა და სტეფანაშვილებში წყალსადენის სისტემის მოწყობა - ბიუჯეტი 22 000 ლარი;
სოფელ შურმულისა და თაგოს მოსახლეობისათვის სასმელი წყლის ლითონის გამანაწილებელი რეზერუარების მოწყობა - ბიუჯეტი 11 941 ლარი.
ჯამში, 2021 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია 22 ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს, რისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 4 000 000 ლარია გამოყოფილი.