პირველი თებერვლიდან ბათუმში მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ავტობუსები და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები.
სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელები.
სადეზინფექციო ღონისძიებები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.
მუნიციპალურ ავტობუსებში ასევე არის განთავსებული დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები.
ავტობუსები ქალაქში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 07:00-დან საღამოს 21:00 საათამდე, მიკროავტობუსები კი,
დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებს.
შეგახსენებთ, რომ აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.