სოფელ ჩარდახში ახალი საფეხბურთო მოედანი აშენდა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარებიც. მოედნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელშეკრულებლო 128 222 ლარი გამოიყო. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ,,ჯორჯიან ინვესტი“-მ შეასრულა.
ახალი სპორტული მოედნები მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 5 ლოკაციაზე ლისში, ახალუბანში, მსხალდიდში, ქსანში და ციხისძირში აშენდა. მათ მოსაწყობად მცხეთის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
2020 წელს ასევე, დასრულდა არსებული სპორტულ მოედნებზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: წეროვნის ინსტიტუტის დასახლება, ნატახტარი, გალავანი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანი სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, ამიტომ მერია მომდევნო წლებშიც გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.