მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ამ დროისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შენობის გარე ფასადის და შიდა მოპირკეთების სამუშაოებს აწარმოებს.
დარბაზი ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებებს უმასპინძლებს. შენობა 60 ადამიანზეა გათვლილი.
პროექტი დაფინანსებულია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ღირებულება შეადგენს 689 877 ლარს, ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს დასაქმებულია 20 მოქალაქე.
სპორტდარბაზის სამშენებლო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თანიაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გია გიუტაშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მერაბ თუხარელმა დაათვალიერეს.
აღსანიშნავია რომ სპორტდარბაზის მშენებლობის პროცესი ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად არცერთი წუთით არ გაჩერებულა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.