ზუგდიდში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა

ზუგდიდში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა

  • 2021-02-01 11:50:28

ზუგდიდში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ავტობუსში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან, ასევე, დაცული იქნება დისტანცია.

მთავარი სიახლე, რაც მგზავრებს ავტობუსებში დახვდებათ გადახდის ელექტრონული სისტემაა.

„ზუგდიდში დღეიდან განახლდა მუნიციპალური ტრანპორტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები ისარგებლებენ ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტობუსებით. ასევე, სიახლე გვაქვს, მუნიციპალური ტრანსპორტი გადავიდა ელექტრონულ გადახდის სისტემაზე,რაც მეტად კომფორტული იქნება მოსახლეობისთის“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

,,ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს რეგულაციები, ავტობუსებში მაქსიმალურად დაცული იქნება სოციალური დისტანცია, გაკონტროლდება პირბადის ტარება. მნიშვნელოვანია, რომ განვაახლეთ ავტოპარკი და თანამედროვე ავტობუსები მოემსახურებიან მომხმარებელს. გვაქვს ასევე კიდევ ერთი კარგი ამბავი, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი გადავიდა გადახდის ელექტრონულ სისტემაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია კორონავირუსის საპრევენციოდ, რადგან მგზავრებს ფულთან შეხება არ ექნებათ“- განაცხადა მალხაზ თორიამ.

შეღავათით ისარგებლებენ: მოსწავლეები, სტუდენტები, უფასო სასადილოს ბენეფიციარები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საპატიო ზუგდიდელები.

ზუგდიდის ავტოპარკი 20 ხალი ავტობუსით განახლდა, ხოლო უახლოეს დღეებში დამატებით 5 ავტობუსი დაემატება. აღნიშნული ავტობუსები მოემსახურებიან, როგორც ქალაქის მოსახლეობას, აგრეთვე ადმინისტრაციულ ერთეულებსაც.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა.

მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა ხუთი სენსორული მონიტორი, რომელის საშუალებითაც მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ავტობუსების განრიგის შესახებ, ისე მუნიციპალურ

პროექტებზე.

რუხში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს.

2020 წელს, 25 ახალი ავტობუსის შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები