სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2021-02-01 14:54:21

სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ წუთებში, ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის საგუგუნავოს უბანში, ხიდამდე მისასვლელ გზაზე ვახორციელებთ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს.

პროექტის ღირებულება 83 887 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,აფო“ აწარმოებს.

ასევე ვგეგმავთ:

დემეტრე თავდადებულის;

ბელიაშვილის;

ნაფეტვარიძის ქუჩების;

სახოკიას ქუჩიდან შხეფის ციხემდე მისასვლელი გზისა და მოედნის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობას;

კანკიას ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაციას;

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობასა და საბავშვო ბაღამდე გზის ასფალტირებას;

თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გასწვრივ საავტომობილო გზის ასფალტირებას;

ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას;

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო სორტის უბნის ქვედა მხარის გზის რეაბილიტაციას;

სოფელ მეორე ნოსირის საბარკალაიოს უბნის გზის ასფალტირებას;

თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიასკენ მიმავალი გზის ასფალტირებას;

ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამხატვრო გალერეადან ხორავას ქუჩამდე მისასვლელი გზისა და ხორავას ქუჩის რეაბილიტაციას;

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას და მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები