აბაშის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში ახლადაშენებული ამბულატორიების შენობების პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ ორშაბათს გამართულ თათბირზე შესაბამის სამსახურებს დაავალა, უზრუნველყონ ახალი ამბულატორიების ექიმებისთვის გადაცემის პროცესის დაჩქარება.
ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიები ლევან მაკალათიამ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, დიმიტრი ცანავასთან ერთად დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
აბაშის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიით ისარგებლებენ. შენობები ტექნიკითა და შშმ პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება.
პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 1 000 000 ლარით დაფინანსდა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.