ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მოსახლეობის მოთხოვნების და ინტერესების გათვალისწინებით, ამ უბანში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზეა მუშაობა დაწყებული.
რიონჰესის ქუჩაზე, #11-ის მიმდებარედ, ეწყობა საყრდენი კედელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ ძელსკამებიც დაიდგმება.
თომაშვილის ქუჩაზე კი სკვერი კეთდება - საბავშვო ატრაქციონებით, გამწვანებით, საპარკე სკამებით.
სოლომონ მეორის ქუჩაზე, წყალწითელას დასახლების მიმდებარედ, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი.
"ვაგრძელებ ადმინისტრაციულ ერთეულებში გასვლას. საფიჩხიაზე, რამდენიმე ქუჩაზე ვიყავით. ამ უბანში სამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიდის ახლა მუშაობა. კეთდება საყრდენი კედელი, ეწყობა სკვერი და სპორტული მოედანი. როდესაც ხდება პროექტების შერჩევა, უპირველესად მოსახლეობის ინტერესებს, მათ თხოვნებს ვითვალისწინებთ და სწორედ ასე შევარჩიეთ, ამ ეტაპზე რა უნდა გაკეთებულიყო საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში“- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.
ქალაქის მერი ტყიბულის ქუჩაზე მცხოვრებ ლანჩავების მრავალშვილიან ოჯახსაც ესტუმრა და მათ სასურსათო ნობათი გადასცა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.