1 200-ლარიანი (200 ლარი 6 თვე) კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა.
დამსაქმებლებს ამ თვის განაცხადის წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ დისტანციურ რეჟიმში, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge
პირველი თვის 200-ლარიანი კომპენსაცია იანვარში უკვე 106 ათასზე მეტმა პირმა მიიღო.
თუ დამსაქმებლებმა იანვარში ვერ წარადგინეს განაცხადები ან შეიცვალა მონაცემები, მათი წარდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ისარგებლებენ კომპენსაციის მიღების უფლებით.
დამსაქმებლებმა ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.
ამასთან, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.
თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის განაცხადებს.
ვიდეოინსტრუქცია და პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159
https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8
შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს თავად გადაამოწმოს, არის თუ არა მისი მონაცემები ასახული კომპენსაციის მიმღებთა სიაში https://www.rs.ge/kompensacia