კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.
მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება.
რეკომენდაციების დაცვის კონტროლს შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.