ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-02-04 20:11:11

ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

როგორც მერმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაციაც დაიწყება.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ამჯერად სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც გზასთან ერთად ეწყობა ტროტუარები, სანიაღვრე არხები და მიერთებები. რამდენიმე დღეში კი კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციასაც დავიწყებთ“-განაცხადა გიორგი შენგელიამ.

სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ქალაქის გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ადმინისტრაციულ ერთეულებშიც მიმდინარეობს.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები