აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლა შენდება. ამ ეტაპზე სკოლის შიდა სარემონტო და გარე პერიმეტრის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სარემონტო სამუშაოების პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, დიმიტრი ცანავასთან ერთად გაეცნო.
60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეწყობა, ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, აქვს კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, ცენტრალიზებული გათბობა, კომპიუტერული კლასი, ტექნიკური ოთახი, ბუფეტი-სასადილო. სკოლა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სპორტული მოედანი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა ინტერიერის საღებავი და მასალები.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 112 003 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ასრულებს სამშენებლო კომპანია შპს „ჯავა“.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.