მარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-02-06 17:18:59

მარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის № 1 და სალხინოს საჯარო სკოლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, მოადგილემ ნუკრი ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

ქალაქ მარტვილში № 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 037 298 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს. ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება სალხინოს საჯარო სკოლას. პროექტის ღირებულება 2 044 044 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პარმაღი“ ასრულებს.

დიდი ჭყონის (ლედგებეს) საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 777 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჰიდრომშენი“ ასრულებს. სრული რეაბილიტაცია უტარდება დოშაყეს საჯარო სკოლას. პროექტის ღირებულება 1 799 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფუნდაშენი“ ასრულებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მარტვილში აშენდა 3 ახალი სკოლა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლას და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშოები ჩატარდა 21 სკოლაში.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები